კალენდარი
ოქტომბერი
2008
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
მთავარი
საქართველოს შესახებ
პოლიტიკა
ინვესტირება
დიპლომატიური კორპუსი
ბმულები
FR | GEO
ძვირფასო მეგობრებო,
  

მოგესალმებით საფრანგეთსა და პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს და იუნესკო-ში მუდმივი წარმომადგენლობის ელექტრონულ გვერდზე.

ვარდების რევოლუციის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლება შეუდგა რადიკალური რეფორმების განხორციელებას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. ეს ყოველივე  მიმართულია დასავლური ღირებულებების მატარაბელი, ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენებისაკენ.

დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა საგრძნობლად გააუმჯობესა საინვესტიციო კლიმატი. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უპირველესი რეფორმატორია განხორციელებული ცვლილებების სისწრაფითა და მოცულობით.

საქართველოს საელჩო გამოხატავს მზადყოფნას, დახმარება გაუწიოს ყველა იმ პიროვნებასა თუ ფინანსურ ჯგუფს, რომელიც დაინტერესდება საქართველოში ინვესტირებით.

საქართველო იმედოვნებს დემოკრატიული სახელმწიფოების თანადგომას, როგორც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საკითხში, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების პროცესში.

საყოველთაო შეფასებით, 2007 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტმა საფრანგეთში დასაბამი მისცა ახალ ეტაპს საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში.  ამიერიდან, თითქმის მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი განიხილავს საფრანგეთს, როგორც საიმედო მოკავშირეს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე.

2004 წელს საქართველოს მიერთება ფრანკოფონიის მსოფლიო ორგანიზაციასთან, დამკვირვებლის სტატუსით, დასტურია იმისა, რომ ფრანკოფონიის უმთავრესი ფასეულობები _ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება იმ სამართლებრივი სახელმწიფოს საძირკველია, რომლის შენებისთვის იბრძვის დღევანდელი საქართველო.

2007 წლის მაისში კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეთხუთმეტე წლისთავი. საქართველო მიისწრაფვის განამტკიცოს თანამშრომლობა პორტუგალიასთან და იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნის ევროკავშირში თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

აგრეთვე, უკვე თხუთმეტი წელია, რაც საქართველო მეტად ნაყოფიერად თანამშრომლობს იუნესკო-სთან. მცხეთის, გელათისა და ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები, ისევე როგორც ქართული პოლიფონიური სიმღერები, შეტანილია იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

 

მამუკა კუდავა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საფრანგეთსა და პორტუგალიაში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში

 
  Copyright 2005. MFA. All rights reserved საიტი შექმნილია ITDC-ს მიერ