საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

- გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურება. 

- იკრძალება 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

- საფრანგეთის მთავრობის რეკომენდაციით, ის ადამიანები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები უნდა დარჩნენ სახლებში.
 
- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ წყვეტს მუშაობას, საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი აარიდონ ტრანსპორტით გადაადგილებას და შეძლებისდაგვარად, ყველა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.